ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა. განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, მათ პროფესიული საქმიანობის წარმატბით შესასრულებლად პირობები გაუუმჯობესეს. თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.
