დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მიცემდით ხმა?
საქართველოში 2 დღეში საპარლამენტო არჩევნებია. მანამდე „იმედის“ მაყურებელს შეუძლია ნახოს, როგორია ამ დროისთვის ამომრჩევლების განწყობა. კვლევა ამერიკულმა „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯიმ“ „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. 9-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით 1518 რესპონდენტი გამოიკითხა. დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პროცენტები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება 56%
ნაციონალური მოძრაობა 19,9%
პატრიოტთა ალიანსი 4.6%
გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი 4.5%
ევროპული საქართველო 4.3 %
ლელო 3.9%
გირჩი 3 %
ლეიბორისტული პარტია 2.2%
დემოკრატიული მოძრაობა 1.6%
ეს არის წინასაარჩევნოდ ბოლო კვლევა, ხოლო 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, „ქრონიკაში“ 8 საათზე უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯის“ ეგზიტპოლს შემოგთავაზებთ.
