„ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსის ფირუზ გელაშვილის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა
სპეციალისტების მოწოდებაზე, რომ კვლევა ჩაიტაროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს, გელაშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს, აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო შეხვედრებში და ჩართულია პარტიის მიერ დაგეგმილ ყველა აქტივობაში. თავად გელაშვილი ამტკიცებს, რომ ის არ არის ინფიცირებული, რადგან დედა ოცი დღეა არ უნახავს და არც ტესტირებას ენდობა. ცნობილია, რომ ინფიცირებული ქალი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრია და ამავე დროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მათემათიკის მასწავლებელიცაა.
