ატარეთ ნიღაბი და მიდით არჩევნებზე - ეს საქართველოში ამერიკის ელჩის მოწოდებაა
საარჩევნო მარათონი დასკვნით ეტაპზეა. სამ დღეში მოსახლეობა გადაწყვეტს ვინ მართავს ქვეყანას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ კელი დეგნანმა განაცხადა. საქართველოში აშშ-ის ელჩის თქმით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი პარლამენტის რეფორმების განხორციელებისთვის მზადყოფნა იქნება.
„არსებობს ფართო ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობის, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ასე რომ არ მგონია ამ მხრივ რამე შეიცვალოს. მაგრამ, აშშ-ის არჩევნების შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი, საქართველოს ახალი მთავრობისა და პარლამენტის მზადყოფნაა მნიშვნელოვანი რეფორმების და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას, რაც ნიშნავს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განმტკიცებას, როგორიცაა პარლამენტი და სასამართლო სისტემა. ეს ნიშნავს, მუშაობის გააგრძელებს, რომ იყოს უფრო ინკლუზიური პროცესი, უფრო მჭიდრო მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, უფრო მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართვის მიმდინარეობის შესახებ. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აცხადებს დეგნანი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
