ნათია მეზვრიშვილის განცხადება
დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს. რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, პირველ რიგში იგულისხმება პირბადე და დისტანცია, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია.00
