წინასაარჩევნო კვლევის შედეგები "იმედზე"
ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია „ფაბლიქ ოფინიონ სთრათეჯი“ შეასრულებს. ეს არის 30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. ამას გარდა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის საქართველოში,სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. ბოლო წინასაარჩევნო გამოკითხვა უკვე დასრულებულია და მათ შედეგებს გაგაცნობენ დღეს, საღამოს რვა საათზე.
