ერთი საუკუნის შემდეგ ფოთში საზღვაო განათლება დაბრუნდა
ერთი საუკუნის შემდეგ ფოთში საზღვაო განათლება დაბრუნდა. ქალაქში საზღვაო აკადემიის ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნის ინიციატივა, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის. სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი იქნება, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს. საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში სანავსადგურო პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
