კოვიდ 19 და საქართველო
კოვიდ 19 და საქართველო - გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება. დღეის მონაცემებით, მედიკოსების დახმარებით, კორონა ვირუსისგან 1262 ადამიანი განიკურნა. დაინფიცირდა 1 824 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 23, მათ შორის 34 წლის ქალი. მიუხედავად გაზრდილი რიცხვებისა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, საქართველოს ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. ამ ფონზე სპეციალისტები ამბობენ, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდებენ.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
