დავითგარეჯის საქმე - ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე მათიაშვილთან
ექსკლუზიური ინტერვიუ საგარეჯოს რაიონის ყოფილ მიწათმომწყობ ალექსანდრე მათიაშვილთან. ინტერვიუ სკანდალურია. მათიაშვილი გარეჯის შეუთანხმებელი ტერიტორიის კონტექსტში ივერი მელაშვილის როლს და გადამალული რუკების ისტორიას იხსენებს. ამბობს, რომ სამთავრობო კომისიის დაკავებული წევრი იმ რუკებს სთხოვდა, რომლის მიხედვითაც, წლების წინ გარეჯის სადაო მონაკვეთზე საქართველოს სასარგებლო შეთანხება შედგა. მათიაშვილმა ისტორიული რუკები მელაშვილს დოკუმენტების დაბრუნების პირობით გადასცა, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა. ალექსანდრე მათიაშვილი პროკურატურამ უკვე გამოკითხა
