ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება, ქუჩის აქციები, ბლოკირება - რადიკალური ოპოზიცია ძალადობრივი სცენარისთვის ემზადება
ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება, ქუჩის აქციები, ბლოკირება - რადიკალური ოპოზიცია ძალადობრივი სცენარისთვის ემზადება. „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით მიმდინარე პროვოკაციული კვლევის შესახებ „იმედს“ წყარო უყვება. მოქალაქე, რომელმაც ანონიმად დარჩენა ითხოვა, სამართლებრივ რეაგირებას ელის. კითხვარი ექსპერტებმაც ნახეს და დაადასტურეს, რომ ის არაკონსტიტუციურია, რადგან ამომრჩეველს სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებას შორის არჩევანს სთავაზობს. თუ აქამდე ამოცანა მმართველი გუნდის რეიტინგის ხელოვნურად შემცირება იყო, ახლა ამოცანა - გაყალბების განწყობის წინასწარ შექმნაა.
სიუჟეტის ავტორი: ცოტნე გეგეჭკორი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
