"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას მერაბიშვილი ხელმძღვანელობს
სააკაშვილის გუნდს ხერხემალი ჩრდილიდან გამოჰყავს. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" ვანო მერაბიშვილის მეთოდები ისევ დასჭირდა და მასთან პოლიტიკურ დისტანცირებაზე უარი თქვა. ყოფილი მაღალჩინოსანი და პატიმარი, რომელმაც რეჟიმის დასაცავად სამართალდამცველები ძალადობრივი დავალებების შემსრულებლებად აქცია პოლიციასთან საუბარს ცდილობს.
