ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საპარლამენტი არჩევნების ეგზიტპოლს 31 ოქტომბერს ამერიკული კომპანია ჩაატარებს
არჩევნებამდე 4 დღე რჩება. 31 ოქტომბერს, მაშინ, როცა საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, ტელეკომპოანია იმედის დაკვეთით, ქრონიკაში 8 საათზე უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია „ფაბლიქ ოფინიონ სთრათეჯის“ ეგზიტპოლს შემოგთავაზებთ. 30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, მუშაობს, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მედია საშუალებებისთვის, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს 2 მილიონამდე ინტერვიუ და 6 ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული აქვს არაერთი გამოკითხვა და კვლევა. „ფაბლიქ ოფინიონ სთრათეჯის“ ნდობას იმსახურებს ზუსტი პროგნოზებით და შედეგზე ორიენტირებული კვლევის მეთოდებით.

სიუჟეტის ავტორი: დემნა დევდარიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები