თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღე აღინიშნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღე აღინიშნა. აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით გამოიფინა უნივერსიტეტის წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული წიგნები აფხაზურ ენაზე, ისტორიული დოკუმენტები. მათ შორის, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის ორი მაისის სხდომის ოქმი, რომელშიც აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი განიხილება.
