წინა წლებთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე გაზრდილია
წინა წლებთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე გაზრდილია. რატი იონათამიშვილის თქმით 2012 წელს მხოლოდ 102 ადაპტირებული უბანი იყო, დღეს კი მათი რაოდენობა 1500-მდეა გაზრდილი, რაც საარჩევნო უბნების თითქმის მესამედია.მისივე თქმით მნიშვნელოვანია მმართველი გუნდის მიერ მიღებული ის ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა სააგიტაციო მასალის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულად მიწოდება.
