კომპანია აი-პი-ემი და გოჩა ცქიტიშვილი, „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით, გამოკითხვას ატარებენ. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კითხვა ეხება არჩევნების გაყალბებას და იმას, შემდეგ რა ზომას მიმართავს მოსახლეობა იმ შემთხვევაში, თუ ხმებს მიიტაცებენ
კომპანია აი-პი-ემი და გოჩა ცქიტიშვილი, „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით, გამოკითხვას ატარებენ. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კითხვა ეხება არჩევნების გაყალბებას და იმას, შემდეგ რა ზომას მიმართავს მოსახლეობა იმ შემთხვევაში, თუ ხმებს მიიტაცებენ - • საპროტესტო მიტინგი • სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება • შიმშილობა • სახელმწიფო დაწესებულებების დაკავება • მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება! გოჩა ცქიტიშვილი არ უარყოფს, რომ ასეთი კვლევა შესაძლოა ტარდებოდეს, მაგრამ მას შეიძლება ირიბად სხვა დამკვეთი ჰყავდეს, რომელსაც, თავის მხრივ, კვლევას „ევროპული საქართველო“ უკვეთს. კვლევის კითხვის პროვოკაციულ ფორმულირებას მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა.
