რა კავშირი აქვს არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან
რა კავშირი აქვს არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი კონკრეტულ ორგანიზაციებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათი ანგარიშები ვერ იქნება ობიექტური, რადგან პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციურ პარტიებთან. ამის დასადასტურებლად იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ეუთო - ოდირის შუალედური ანაგარიში მოიყვანა. მისი თქმით, ოპოზიციიდან რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები გეგმავენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმურობა და ამ მიზნით საზოგადოებაში გაავრცელონ ყალბი ახალი ამბები. თეა წულუკინი განმარტავს, რომ არჩევნებამდე გაშიფრული სქემა, რომელიც დოკუმენტებით გარკვეულ ორგანიზაციებთან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის კავშირებზე მიუთითებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს დაეგზავნებათ.
