კოვიდ 19-ით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში დამცავი ანტისხეულების დონე ძალიან სწრაფად იკლებს
კოვიდ 19-ით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში დამცავი ანტისხეულების დონე ძალიან სწრაფად იკლებს. ამის შესახებ ბრიტანეთში განაცხადეს. ლონდონის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, ივნისსა და შემდეგ სექტემბერში ერთსა და იმავე ადამიანთა ჯგუფზე ჩატარებულმა ანტისხეულების ტესტმა,დადებითი პასუხების 26 პროცენტიანი სხვაობა აჩვენა. მეცნიერების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელახლა ინფიცირების რისკი მაღალია. რისკი კიდევ უფრო იმატებს 65 წელს გადაცილებულებსა და უსიმპტომო პაციენტებში.
