ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო . გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის კაფსულის ჩადების ცერემონია რომელსაც აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ . 2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, დაიგეგმა ახალი საუნივერსიტეტო კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ორივე შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.
