„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია „აიპიემი“ მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებს
„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია „აიპიემი“ მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებს. ერთ-ერთი კითხვა ასეთია – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, თუ მოხდება ხმების მიტაცება? ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხება, კერძოდ – მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური, ან შეიარაღებული დაპირისპირება. ამ საკითხზე კომენტარი მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა .
