გასული დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კორონა ვირუსს 23 ინფიცირებული ემსხვერპლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ დღეში ვირუსით ამდენი ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კორონა ვირუსს 23 ინფიცირებული ემსხვერპლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ დღეში ვირუსით ამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ფატალური შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 238 შეადგენს. მზარდია განკურნებულ პაციენტთა სტატისტიკაც, კოვიდ კლინიკებიდან დღეს 1262 ადამიანი გაწერეს. რაც შეეხება ინფცირების დინამიკას, ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ ათას 824 ადამიანს დაუდგინდა. მზარდი სტატისტიკა უკვე აისახა მსოფლიოს კოვიდ გავრცელების რუკაზეც. საქართველომ 85 პოზიციაზე გადაინაცვლა.
