ტარილე ესბუა ამბობს რომ მისი შვილი თავად ისაუბრებს ყველაფერზე
საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ოჯახი ბადრი ესებუას უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უახლოეს დღეებში იტყვის ყველაფერს, რაც რეზონანსულ საქმეს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, გუშინ მათ საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციას მნიშვნელოვანი არაფერი წაუღია. შეგახსენებთ, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.
