თეა წულუკიანის ბრიფინგი
ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმაც, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის რეალობა. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან ცრუ ინფორმაციების შექმნას, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვეს და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახოციელონ გარკვეული ქმედებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
