დღეს აფხაზური ენის დღეა. თარიღს პრეზიდენტი გამოეხმაურა
27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. ამ თარიღს სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომლებზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რადგან ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.
