უკვე მე-6 დღეა ბადრი ესებუას ეძებენ
უკვე მე-6 დღეა ბადრი ესებუას ეძებენ. ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილი იყო იდენტიფიცირებულის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.
