სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს როგორც თავად ბადრი ესებუას, ისე მისი ძმისა და ნათესავის სახლში
თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარუდო თავდამსხმელის ოჯახში. სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ნივთები ამოიღეს და ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დალუქული გადაიტანეს. საგამოძიებო ღონისძიებები ასევე ჩატარდა ესებუას ძმისა და ნათესავის სახლებში. გვიან ღამემდე გაგრძელდა ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამოკითხვა სამხარეო პოლიციაში.
