მიხეილ ყაველაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლების დირექტორებთან “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” შეხვედრა გამართა
საუბარი შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, რაც პანდემიით არის გამოწვეული. ასევე განიხილეს “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული არაერთი პროგრამა. მიხეილ ყაველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესი გააცნო. შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრი, თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.
