რამდენიმე საათის წინ რუსთავში 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა საქართველოში. უმეტესობა, ანუ 913 ადამიანი თბილისში დაინფიცირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 400-ზე მეტი მძიმე პაციენტია. მათ თბილისსა და აჭარაში მკურნალობენ. სამწუხაროდ კოვიდინფექციამ 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება საქართველშიც, მიუხედავად ამისა სახელმწიფო სისტემურ შეზღუდვებს არ აწესებს. ქვეყანა ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზეა. მთავრობა ცდილობს ბალანსი დაიცვას, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას და ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანის მიყენებას გულისხმობს.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
