ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი გორს
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ინიციატივის შედეგად გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია და ის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ,,ქართუ“ ჯგუფი სრულად დააფინანსებს როგორც თანამედროვე რეკრეაციული ზონის მოწყობას, ასევე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასაც.
