5 დღეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
დეზობარიერი, ხელის სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და ერთჯერადი გამოყენების საწერ კალმები. ეს ინვენტარი მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე დახვდებათ. საარჩევნო კომისიის წევრებს მთელი დღის განმავლობაში უნდა ეკეთოთ ხელთათმანები, პირბადე და დამცავი ფარი. დღის განმავლობაში ყველა საჭირო საგანი რამდენჯერმე დამუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. ამომრჩეველს პირბადის მოხსნა უბანზე ორჯერ მოუწევს, პირველად ნაკადის მომწესრიგებელთან, ხოლო მეორედ რეგისტრატორთან. ამერიკამ, სამხრეთ კორეამ, ლიეტუვამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და გუშინ უკვე უკრაინამ მძიმე ეპიდ ვითარების მიუხედავად, ამ გამოწვევას თავი კარგად გაართვეს. აღნიშნულ ქვეყნებში არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაც დაფიქსირდა. დაცული იქნება კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის ხმებიც. ამისთვის მათ ცესკოს ხვალ 14 საათამდე უნდა მიმართონ და გადასატანი ყუთი მოითხოვონ. დღეის მდგომარეობით კარანტინის რეჟიმში 3769 ადამიანია, კოვიდ სასტუმროში 2249. ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ოპოზიცია გაყალბების და მმართველი პარტიის ინტერესის გატარების რისკებს ხედავს, „ქართული ოცნების“ განმარტებით, ცესკო პანდემიის გათვალისწინებით არსებულ საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს. დადგენილება მწვავე საპარლამენტო დებატის საბაბადაც იქცა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
