ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით ისარგებლონ
ცესკოში უკვე მესამე დღეა სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც უკვე მიმართა 1 500-ზე მეტმა ამომრჩევლმა. შეგახსენებთ, რომ მოქალაქემ საარჩევნო ყუთის მომსახურების მისაღებად, კომისიაში რეგისტრაცია უნდა გაიაროს. კომისიამ მოთხოვნის წარდგენის ვადა გაახანგრძლივა და ის ხვალ 14:00 საათზე ამოიწურება
