ვინ არის საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი
მედიაში გავრცელებული და ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობის თანახმად სავარაუდო დამნაშავე ბადრი ესებუაა. ქრონიკა ამ პირის ახლობლებს ესაუბრა, ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ მის კავშირს ზუგდიდში მომხდართან და ამბობენ, რომ მათი ნათესავი თბილისში, საქმეზე იმყოფება. მე აქვე გეტყვით, რომ ვინაობა შსს-ს ამ დრომდე არ უთქვამს, ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია. შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს დღისით, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა შეიარაღებული, ნიღბიანი პირი, რომელსაც სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი ეცვა. მან მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.
