მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს
მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს და სისტემურ შეზღუდვებსაც არ აწესებს- ეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ ითქვა. ხელისუფლება და სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას დაიცვან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული წესები. დღეს რამდენიმე სიახლეზე ისაუბრეს, მათ შორის ცნობილი გახდა რომ კოვიდის მართვაში ერთვებიან კერძო სადაზღვევოების ოჯახის ექიმები, ამასთან პროცესში შესაძლოა ჩაერთონ სამედიცინო მიმართულების უფროს კურსელებიც.
