აჭარის მთავრობის სხდომა - თორნიკე რიჟვაძის განცხადება
აჭარის მთავრობის სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის 3,2%-იანი ზრდით დაგეგმვა მოახერხა. „რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის არცერთი სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ასევე, იცით, რომ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები იგივე კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასის ზრდის მიმართ და, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა. მისივე თქმით, რეგიონის ბიუჯეტი იგეგმება 349 მილიონ ლარზე.
