ეკატერინე ტიკარაძის განცხადება
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ. არ მიგვაჩნია, რომ ეს, ამ ეტაპისთვის, საჭიროა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაზეც, ძირითადად, ვმუშაობთ, ესაა პროტოკოლები. იგულისხმება სტაციონარიზაციის, გაწერის პროტოკოლები, რათა საავადმყოფოებსა და სასტუმროებში ნანკადების მმართვა უფრო ეფექტური იყოს. ასევე, ჩვენ არაერთი პროტოკოლი შევიმუშავეთ ოჯახის ექიმებისთვის. ამ დღეებში, ალბათ, ჩვენი ყველა მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში. ჩვენ კიდევ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე იყოს თავისი პერსონალური ოჯახის ექიმის მიერ მართული და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ მოქნილი პროტოკოლები გვაქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.
