უკრაინა ადგილობრივი არჩევნების შედეგების მოლოდინშია
ეგზიტპოლების თანახმად, დიდი ქალაქების უმეტესობაში მოქმედი მერები ლიდერობენ. სავარაუდოდ, მეორე ტურში გადავა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, რომელსაც ხმა მისცა ამომრჩეველთა 46-მა პროცენტმა. ეს პანდემიის პირობებში უკრაინისთვის პირველი არჩევნებია, შესაბამისად საარჩევნო უბნებზე სპეციალური კოვიდ წესები მოქმედებდა, სავალდებულო იყო პირბადე, დისტანცია და ინდივიდუალური კალამი.
