ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში - ბერდია სიჭინავას განცხადება
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კოვიდ-19-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 603 პირი. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინები ამ კუთხით. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. სამწუხაროდ, 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 8 ადამიანი, იმერეთში - 4, ხოლო აჭარაში - 2. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 215 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან თბილისში არის - 913, აჭარაში - 296, იმერეთში - 337, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
