ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს
საქმე ეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ და მისი გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ხვიბლიანი ცრუ მძევალი და თავდამსხმელის თანამზრახველი იყო, ახლა კი მასზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სამართალდამცველები ძალადობენ. ამ განცხადებას თავად დავით ხვიბლიანი გამოეხმაურა, თქვა, რომ ის სახლშია და ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაცია მისთვის შეურაცხმყოფელია. განცხადება გაავრცელა თავდაცის უწყებამაც, რომლის თანახმად, ბრალდებები მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა“.
