საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია
- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საპოლიციო უწყება მოუწოდებს მედია საშუალებებს ამ პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, მისი გავრცელებისგან თავი შეიკავონ. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან და ცენტრალური კრიმინაკური პოლიციის უფროსთან ერთად გუშინ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. იქ მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. მაღალჩინოსნებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, შეხვედრა სწორედ ბანკზე თავდასხმას ეხებოდა.
