ოკუპირებულ აფხაზეთში კორონა ვირუსის 172 ახალი შემთხვევა აღირიცხა
ამის შესახებ კოვიდ19-თან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბი იტყობინება. ამავე მონაცემებით, ვირუსით ბოლო 24 საათში, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა სამი ათას 739 აღწევს, ათას 462-ი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.
