ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობას იწყებს
ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობას იწყებს. შესაბამისი მემორანდუმი დღეს გაფორმდა. ფონდი სხვადასხვა შემეცნებით ვიდეორგოლს მოამზადებს და სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მედია პლატფორმაზე განათავსებს.
