საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ფოქს ნიუსის" რადიოს ეთერში
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ფოქს ნიუსის" რადიოს ეთერში - კახა კუჭავამ ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მიღწევებზე, არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ დემოკრატიის კუთხით კავკასიის რეგიონში და ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცეში სამაგალითოა. ვიცე-სპიკერმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროპული სტილის საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, თითოეულ ამომრჩეველს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა. კახა კუჭავამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მედია ნებისმიერი ტიპის მაუწყებლობისთვის თავისუფალია და გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში იყო.
