სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
მსოფლიო ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილებას ცდილობენ. სისხლიანი დაპირისპირების მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრა მაიკ პომპეომ გამართა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ამ დრომდე ერთმანეთს ადანაშაულებენ.
