ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ბრალდებებზე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ბრალდებებზე - კოვიდ პაციენტებსა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც სასტუმროებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არიან, ცესკოს სპეციალური ჯგუფი, გადასატანი ყუთით მოემსახურება. საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ ხმის მიცემის პროცესი სპეციალურ უბნებზე წარიმართება და ამისთვის შესაბამისი სივრცეებია მოძიებული. ეს კი იმისთვის არის საჭირო, რომ არჩევნები ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.
