ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში
ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში - კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. აქედან 686 თბილისზე მოდის. 487 აჭარაში, 356 კი იმერეთში აღირიცხა. დანარჩენი მაჩვენებელი კი სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება. ვირუსის დამარცხება, მედიკოსების დახმარებით 350-მა პაციენტმა შეძლო. გარდაიცვალა 5 ადამიანი. ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ შემთხვევების რიცხვი კიდევ გაიზრდება და პიკში ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში შევალთ.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
