ავჭალაში მოკლული მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა
ავჭალაში მოკლული მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა - ამას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ადასტურებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სარაჯიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობის მიზეზი. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისა და განზრხ მკვლელობის მუხლებით იძიებს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ადამიანი, რომელსაც ესროლეს, გაჩერებულ ავტომანქანაში იჯდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი გარდაცვლილსაც ჰქონდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გასროლის ხმა 6-ჯერ გაიგეს, თუმცა თავდამსხმელი არ დაუნახავთ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. მოკლული მამაკაცის ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის წერვები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნემსიწვერიძეს 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის მონაწილე, დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით, მინდაძემ და ნემსიწვერაძემ სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივლეს და საქმე მოიგეს.
