დავითგარეჯის საქმე
ეროვნული ღირსების საქმე- პროზაიკოსები, პოეტები, მსახიობები, საზოგადოების დიდი ნაწილი დავითგარეჯის შესახებ სიმართლის დადგენას ელის. გამოძიება გრძელდება. პროკურატურამ ასზე მეტი მოწმე გამოკითხა, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. ინფორმაცია მოწმდება ყველასთან, ვისაც ამ საქმესთან სხვადასხვა დროს რაიმე შეხება შეიძლებოდა ჰქონოდა. პატიმრობაში რჩებიან სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები- ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
