როგორ იხსენებენ მძევლები 21 ოქტომბრის მძიმე დღის დეტალებს
სად არის შეიარაღებული თავდამსხმელი, შსს ძებნის ოპერაციას განაგრძობს. ოფიციალურად იმაზე ნაკლებია ცნობილი, რა ინფორმაციასაც ძალოვანი უწყება და გამოძიება ფლობს. ეს ვახტანგ გომელაურის განცხადებიდანაც გამოჩნდა. მუშავდება ყველა ვერსია და სავარაუდოდ, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გრძელდება ყოფილი მძევლების გამოკითხვა. ბოროტმოქმედმა ბანკის ფილიალამდე თავი 112-ის თანამშრომელს იძულებით მიაყვანინა. მისვლისთანავე შენობაში შეიჭრა და სროლა დაიწყო. ვიდრე შსს ოფიციალურ ინფორმაციას გასცემს შეიარაღებული ძარცვის დეტალები იმ ადამიანებისგან ირკვევა, რომლებმაც ბანკის შენობაში თითქმის 7 საათი მძევლის სტატუსით გაატარეს. მედიასთან გამოჩნდა დავით ხვიბლიანიც. ის იმ ოთხეულში იყო, რომელთან ერთადაც თავდამსხმელი ბანკიდან გავიდა. დამნაშავის აგრესიის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი ამ ოთხიდან. ლაშა შენგელია ამბობს, რომ საფრთხე რეალური და სერიოზული იყო. ვითარება კი შს-ს წარმომადგენელმა, ავთანდილ გალდავამ განმუხტა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
