არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “ერთად არჩევნებისთვის” საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრთა გადამზადების პროცესს აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “ერთად არჩევნებისთვის” საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრთა გადამზადების პროცესს აფასებს. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან დანიშნული დამკვირვებლები არ ესწრებიან გადამზადების პროცესს, რაც მიუღებელია. მესამე სექტორი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვას. გადასამზადებელი ტრენინგები ეუთო ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 4 ეტაპად დაიყო, აქედან სამი უკვე გაიმართა, ახლა პროცესი ბოლო მეოთხე ეტაპზეა.
