არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების სპეციალური ინვენტარით აღჭურვის პროცესი დაიწყო
არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების სპეციალური ინვენტარით აღჭურვის პროცესი დაიწყო. 31 ოქტომბერს უბნები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი პირბადეებით, დამცავი ფარებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარით, დეზობარიერით და ერთჯერადი საწერი კალმებით. დღის განმავლობაში კი საჭირო საგნები სადეზინფექციო ხსნარით 3 საათში ერთხელ დამუშავდება. კომისიის წევრებმა უკვე გაირეს ტრენინგი თუ როგორ უნდა იმუშაონ და დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები.
