ცესკოს პასუხი ოპოზიციურ პარტიებს
ცესკოს 45-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც იზოლაციაში და სტაციონარში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთების ამოქმედებას ითვალისწინებს, ოპოზიციური პარტიის კრიტიკასა და მოთხოვნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს. პარტიები მიიჩნევენ, რომ პროცესი უკანონოდ მიმდინარეობს და "ცესკოს" თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი განმარტეს რომ დადგენილების მიღების პროცესი საჯაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით წარიმართა. მათივე განმარტებით, დადგენილების მიხედვით მაქსიმალური ვადებია გათვალისწინებული თუ როდემდე შეუძლიათ იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიმართონ.
